EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/11/2024 22:11:51
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/6289/?month=12&year=2018
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თბილისში კრიტიკული ინციდენტებით გამოწვეული სტრესის მართვის კურსს (ტრენინგს) მასპინძლობს

27.04.2018
2018 წლის 23 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ კრიტიკული ინციდენტებით გამოწვეული სტრესის მართვის კურსს თბილისში, სათავო ოფისში მესამეჯერ უმასპინძლა.

კურსი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო, მასში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) 7 მისიის 18 წარმომადგენელმა, მათ შორის ევროკავშირის მისიებიდან ერაყში (EUAM), პალესტინაში (EUPOL COPPS), ლიბიაში (EUBAM) სომალიაში (EUCAP) უკრაინაში (EUAM), საჰელ მალისა (EUCAP) და საქართველოში (EUMM).

საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მისიების პერსონალი ყოველთვის მაღალი რისკის ქვეშაა მაღალი რისკის შემცველ რიგ სიტუაციებში, მათ შორის შესაძლოა კრიტიკული ინციდენტის მონაწილე ან მოწმე გახდეს, რასაც მასთან დაკავშირებული გრძელვადიანი  ეფექტების რისკი ერთვის. ეს პოსტ ტრავმულ სტრესულ აშლილობას მოიცავს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მნიშვნელოვან პრიორიტეტს ანიჭებს მომავალში როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ასევე ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სხვა მისიების თანამშრომლებისთვის სტრესის მართვის შესაძლებლობების განვითარებისა და შენარჩუნების ხელშეწყობას. ამ თვალსაზრისით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მჭიდროდ თანამშრომლობს ბრიუსელში ევროკავშირის სამოქალაქო დაგეგმვისა და მართვის განყოფილებასთან (CPCC), რომელიც კოორდინაციას უწევს კრიტიკული ინციდენტებით გამოწვეული სტრესის მართვის კურსს "შვეიცარიის ფსიქოტრავმის ინსტიტუტთან" (IPTS).

ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მისიებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩათვლით, რომლებსაც უკვე ჰყავთ კრიტიკული ინციდენტებით გამოწვეული სტრესის მართვაში მომზადებული თანამშრომლები, დააარსეს "მოხალისეთა ჯგუფები კოლეგების მხარდასაჭერად". ეს არის ტრენინგის მნიშვნელოვანი შედეგი.

"ტრენინგზე მომზადებული კოლეგები ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მისიებიდან შეძლებენ კრიტიკული ინციდენტის ზეგავლენის ქვეშ მოხვედრილი თავიანთი თანამშრომლებისთვის  დაუყოვნებლივი დახმარების გაწევას" -განაცხადა ინსტრუქტმა ქ-მა ჯიზელა პერენ-კლინგერმა.

"კურსმა შემასწავლა საჭიროების შემთხვევაში, კოლეგების დახმარებისთვის საიმედო ხერხებისა და ტექნიკების გამოყენება. მე მჯერა, რომ ეს ძალიან სასარგებლოა ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ყველა მისიისთვის, რათა შესაძლებელი იყოს კოლეგების მხარდაჭერის ქსელების ჩამოყალიბება", - ამბობს ტრენინგის მონაწილე, ქ-ნი სოლომია როჟკო.



ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ქ-ნი ქეით ფიერონი ტრენინგის მონაწილეებს მიმართავს



(მარცხნიდან) ტრენინგის ინსტრუქტორი ქ-ნი ჯიზელა პერენ-კლინგერი ტრენინგის მონაწილეებთან ჯგუფურ სავარჯიშოს განიხილავს



დისკუსია ჯგუფური მუშაობის დროს 



მისიის შესაძლებლობათა გაძლიერების კოორდინატორი, ქ-ნი იანა ნაპა, ტრენინგის მონაწილეების შეფასებებს უსმენს



ტრენინგის მონაწილეთა ჯგუფური ფოტო მისიის სათავო ოფისთან თბილისში