EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
28/11/2024 22:11:28
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/6317/?page=3&year=2018
 
 უკან

ევროპარლამენტის დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალურ ოფისს ეწვია

14.05.2018

2018 წლის 9   მაისს ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და წევრები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალურ ოფისს ეწვივნენ. ვიზიტი მიზნად ისახავდა ევროპელი პარლამენტარების აფხაზეთთან ადმინისტრაციულ საზღვართან განვითარებული მოვლენების დაკვირვების პროცესში მისიის როლის გაცნობას. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ევროპარლამენტის ოთხი წევრი: ქალბატონი ანა ელზბიეტა ფოტიგა ( უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე), ქალბატონი კლერ მუდი, ბატონი მაიკლ გალერი და იოზო რადოსი. ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ბატონი ერიკ ჰოგი სტუმრებთან დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა და ზუგდიდის რეგიონალური ოფისის უფროსმა ჰაკან რაპმა მიაწოდეს ბრიფინგი რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დელეგაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად პატრულირებაზე გამგზავრებამდე, რათა მოენახულებინათ ხურჩა- ნაბაკევში ყოფილი კონტროლირებადი გადაკვეთის პუნქტი, ენგურის ხიდი და ენგურის კაშხალი. პატრულირებამ სტუმრებს შესაძლებლობა მისცა მიეღო პირველადი წყაროდან შტაბეჭდილება უსაფრთხოების გამოწვევებზე და ადგილზე არსებული საყოფაცხოვრებო საკითხებზე.

სტუმრებმა გამოთქვეს მადლიერება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ქალი და მამაკაცი პერსონალის მიმართ რომელიც   ადგილზე დაკვირვების ერთადერთ მუდმივ ელემენტს წარმოადგენს.


მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა უმასპინძლა   დელეგაციას და სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა პატრულირებაზე, რომელიც მოიცავდა   ხურჩა- ნაბაკევში ყოფილ კონტროლირებად გადაკვეთის პუნქტს

ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი, ბატონი ჰაკან რაპი, ენგურის კაშხალზე საუბრობს

მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი დელეგაციას უმასპინძლა და სტუმრებს   გაუძღვა კონტროლირებად გადაკვეთის პუნქტთან ენგურის ხიდზე

ზუგდიდში რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა, ბატონმა ჰაკან რაპმა ( მეორე მარცხნიდან მარჯვნივ) სტუმრებს აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის შესახებ ოპერატიული ბრიფინგი ჩაუტარა