EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
28/11/2024 23:11:23
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/6320/?page=1&year=2018
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალურმა ოფისმა 66-ე საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა

18.05.2018
ცოტა ხნის წინ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ადამიანის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა 66-ე საინფორმაციო შეხვედრას  უმასპინძლა. 

66-ე საინფორმაციო შეხვედრაზე  სულ 10 წარმომადგენელი (რვა ქალი და ორი მამაკაცი) შეიკრიბა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს წარმოადგენდნენ. 

შეხვედრა  ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ადამიანის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილემ, მიქელ მიტჩელმა გახსნა და  მოწვეულ მომხსენებელსა და შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა.

ზუგდიდის რეგიონალური ოფისის საინფორმაციო ანგარიშგების განყოფილების წარმომადგენელმა, კარლ ნილსონმა მონაწილეებს  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის შესახებ განახლებული ინფორმაცია გააცნო.

ქ-მა ნინო ინასარიძემ, არასამთავრობო ორგანიზაციის სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) წარმომადგენელმა,  აზიური ფაროსანას გავრცელებასთან დაკავშირებით მდგომარეობის შესახებ პრეზენტაცია გამართა. REAP მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, რათა შექმნას აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე სტრატეგია. ქ-ნი ინასარიძე იმედოვნებს, რომ მცირე ფერმერებს შორის ცნობიერების დონე შედეგად წელს უკეთეს მოსავალს მოიტანს.

მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოში ევროკაშირის სადამკვირვებლო მისიას ამ ფორუმისათვის, რომელიც მათ საშუალებას აძლევს განიხილონ და გაიზირონ  სასარგებლო ინფორმაცია. 

შემდეგი საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება ზუგდიდში ივნისის ბოლოს  დაიგეგმა. 


ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ჯგუფი მონაწილეებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე საქმიანობის შესახებ  განახლებულ ინფორმაციას აწვდის