EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
29/11/2024 00:11:12
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/6341/?page=5&year=2018
 
 უკან

მისიის ხელმძღვანელი თავდაცვის აკადემიის სამეთაურო საშტაბო კოლეჯს ეწვია და მეთაურებს მისიის მანდატის შესახებ ესაუბრა

24.05.2018
24 მაისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი თბილისში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის აკადემიის სამეთაურო საშტაბო კოლეჯს  ეწვია. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მეთაურთა ჯგუფს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი და სტრუქტურა გააცნო. პრეზენტაციის დროს ერიკ ჰოგმა ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის ეფექტიანი ფუნქციონალური თანამშრომლობია და აქტიური ინფორმაციის გაცვლის მნიშვნელობა. მან შეახსენა  დამსწრეებს ძალაში მყოფი ტექნიკური შეთანხმებების შესახებ, რომლის შესაბამისადაც, საქართველომ ძალების განლაგებასა და სამხედრო საკითხებში გამჭვირვალობის შესახებ გარკვეული ვალდებულებები აიღო.  მისიის ხელმძღვანელი მიესალმა საქართველოს მიერ ამ შეთანხმებების დებულებების, ისევე როგორც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებას, რომელმაც 2008 წლის ომი დაასრულა. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი შტაბის მეთაურებს  ადგილზე სტაბილურობის შესანარჩუნებლად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლის შესახებ ესაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთსა და გალში ჩატარებულ შეხვედრებზე  და ასევე მისიის ხელშეწყობით მოქმედი ცხელი ხაზის მუშაობაზე.

პრეზენტაციას ადმინისტრაციულ საზრვრებზე არსებული დინამიკისა და კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივის შესახებ  კითხვა-პასუხის სესია მოჰყვა.
სამეთაურო საშტაბო კოლეჯის დირექტორმა მისიის ხელმძღვანელს ერიკ ჰოგს პრეზენტაციისთვის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ რეგიონში სტაბილურობის ხელშესაწყობად შესრულებული როლისთვის მადლობა გადაუხადა .

ლექცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საინფორმაციო - საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში გაიმართა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 2016 წლის ნოემბრიდან დაიწყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით-საქართველოს მასშტაბით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრეზენტაციების/ლექციების ორგანიზება, რაც ასევე სამთავრობო უწყებებში სპეციალიზირებული ბრიფინგების ჩატარებას მოიცავდა.



მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა (თარჯიმნის გივი თოდუას დახმარებით) პრეზენტაცია ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიან შეთანხმებაზე საუბრით დაიწყო


ბატონმა ჰოგმა ხაზგასმით აღნიშნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის  ფარგლებში (IPRM) გამართული შეხვედრებისა  და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატების მნიშვნელობა



ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომლის დროსაც სტუდენტებმა დიდი ინტერესი გამოხატეს



                                                                                                   კითხვა-პასუხის სესია მიმდინარეობს ...