20 ივნისს ეუთოს ელჩების დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ესტუმრა. მათ მისიის მცხეთის საველე ოფისში გულთბილი დახვედრა მოუწყვეს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ქ-მა ქეით ფირონმა და მცხეთის საველე ოფისის ხელმღვანელმა, ბ-მა ჰაკან რაპმა.
ქ-ნმა ფირონმა სტუმრებს გააცნო მისიის მანდატი და ესაუბრა მისი განხორციელებისა და თვითგამოცხადებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ. ელჩებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს, რაც მათ მიერ ბრიფინგის დროს დასმულ კითხვებსა და გაკეთებულ კომენტარებში გამოიხატა.
ბრიფინგის შემდეგ ელჩებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კარგად ჩატარებული და ამომწურავი ინფორმაციის მომცემი ბრიფინგისთვის.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები ეუთოს ელჩებთან ერთად მცხეთის საველე ოფისში