EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 06:11:54
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/6414/?page=1&year=2018
 
 უკან

მისიის სათავო ოფისმა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ინფორმაციის გაცვლის მიზნით გამართულ პირველ შეხვედრას უმასპინძლა

16.07.2018
12 ივლისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ თბილისში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ 10 ქართულ ორგანიზაციასთან პირველი შეხვედრა გამართა. შეხვედრა, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში რეგულარულ ღონისძიებად იქცევა, მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ექსპერტებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე არსებული ხედვებისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლას.

მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი მიესალმა მონაწილეებს და  გალსა და ერგნეთში  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში ჩატარებული ბოლოდროინდელი შეხვედრების  სიახლეები გააცნო. ამის შემდეგ საუბარმა შუამავლის თანხლებით გამართული დისკუსიის ხასიათი მიიღო, სადაც განხილულ იქნა თბილისსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის მშვიდობისა და ნდობის დამყარების სფეროში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები.

ზოგიერთმა მონაწილემ წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ სეპარატისტულ რეგიონებში მშვიდობის დასამყარებლად სულ უფრო ნაკლები შესაძლებლობა რჩება. მონაწილეთა თქმით, აღნიშნული ტენდენცია შეინიშნება როგორც აფხაზეთში, ისე სამხრეთ ოსეთში. დადებითი მხარეებიდან კი აღსანიშნავია ის, რომ კონფლიქტის დარეგულირებისთვის დიდი ძალისხმევა კვლავაც  გრძელდება. 


მიმდინარეობს დისკუსია