EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 05:11:13
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/6456/?page=2&year=2018
 
 უკან

გენერალ-ლეიტენანტი ვინჩენცო კოპოლა სამოქალაქო ოპერაციების ახალი მეთაურის რანგში თავისი მოვალეობების შესრულებას შეუდგა

18.09.2018
„მოუთმენლად ველი შესაძლებლობას, გამოვიყენო ჩემი პროფესიული გამოცდილება საერთაშორისო კრიზისების მართვასა და ევროპული უსაფრთხოებისა და თავდაცვის უფრო ფართო  კონტექსტში, რომელიც  ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურის ახალ თანამდებობაზე ჩემი მოვალეობების შესრულებაში დამეხმარება. ეს ხდება მაშინ, როცა მსოფლიო სულ უფრო მეტ იმედებს ამყარებს ევროკავშირზე, როგორც პასუხისმგებელ პარტნიორზე ასევე უსაფრთხოების სფეროში. საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სამოქალაქო მისიები ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც აისახება წევრი სახელმწიფოების ამბიციურ მისწრაფებაში, გააძლიერონ ჩვენი საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სამოქალაქო მისიები“, ამბობს ბ-ნი კოპოლა.

ბ-ნი კოპოლა სამოქალაქო ოპერაციების ახალ მეთაურად  ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა/ ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ სექტემბერში დანიშნა. 

ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე ბ-ნი კოპოლა მსახურობდა იტალიელ კარაბინერთა  მეთაური გენერალის მოადგილედ, რომელთა კონტინგენტი 111,000 ადამიანს ითვლის. თავისი 40-წლიანი პროფესიული კარიერის განმავლობაში მან იმუშავა იტალიაში, ევროკავშირის ბრიუსელის სათაო ოფისში და რამდენიმე თანამდებობაზე საზღვარგარეთ. ბ-ნი კოპოლა ფლობს სტრატეგიულ კვლევათა მაგისტრის სამეცნიერო ხარისხს და  იტალიის უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი - იტალიის სამხედრო ორდენის ჯვრითაა დაჯილდოებული. 

სამოქალაქო ოპერაციების მეთაური უძღვება საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ათ სამოქალაქო მისიას ევროპაში, აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში, რომლებიც ჯამში დაახლოებით 2,000 თანამშრომელს ითვლის. თავისი მოვალეობების ფარგლებში სამოქალაქო ოპერაციების მეთაური ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის დირექტორატის სამოქალაქო დაგეგმვისა და მართვის განყოფილების (CPCC) დირექტორის ფუნქციასაც ასრულებს. აღნიშნული განყოფილება, რომელიც დაახლოებით 80 თანამშრომელს ითვლის, საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სამოქალაქო მისიების ოპერატიული სათაო ოფისის დანიშნულებას ასრულებს.