17 ოქტომბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალურმა ოფისმა ზუგდიდის ტექნოლოგიურ პარკში ორგანიზება გაუწია 69-ე საინფორმაციო შეხვედრას. შეკრების საერთო მიზანი იყო საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის დაწყებიდან მე-10 წლისთავის აღნიშვნა. შეხვედრას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ექსპერტები, ზუგდიდის ადგილობრივი საბჭო, ქალაქის მერია, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის უფროსმა პოლიტიკურმა მრჩეველმა და ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა წარადგინეს პრეზენტაციები მიღწევების, გამოწვევებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ რეგიონში ზოგად უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილის შესახებ.
შეხვედრა ინტერაქტიული იყო და აუდიტორიას საერთო ინტერესების მქონე საკითხების განხილვის საშუალება მიეცა. გარდა ამისა, წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა, რომელიც ასახავდა ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ყოველდღიურ ცხოვრებას.
ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა ჰაკან რაპმა წარადგინა პრეზენტაციები მიღწევების, გამოწვევებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ რეგიონში ზოგად უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილის შესახებ
შეხვედრა ინტერაქტიული იყო და აუდიტორიას საერთო ინტერესების მქონე საკითხების განხილვის საშუალება მიეცა
მისიის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი ჰენრი უოტენი ესაუბრება აუდიტორიას
დისკუსია მიმდინარეობს