EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 05:11:19
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/6496/?page=3&year=2018
 
 უკან

ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაური ეწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში

31.10.2018

2018 წლის 28-31 ოქტომბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ვინჩენცო კოპოლა ეწვია. ეს სექტემბერში სამოქალაქო ოპერაციების მეთაურად მისი დანიშვნიდან ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) მისიაში მისი პირველი ვიზიტი იყო. მისიის ხელმძღვანელის მიერ გულთბილი დახვედრის შემდეგ ბ-ნი კოპოლა შეურთდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულირებას სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თბილისის სათავო ოფისში სტუმრობისას ბ-ნმა კოპოლამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ორგანიზებული მტრული გარემოს გაცნობიერების (HEAT) პირველი ტრენინგის მონაწილეებს მიმართა და მისიის ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს გაესაუბრა. მან ასევე მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ორგანიზებულ სემინარში „საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 10 წელიწადი“, სადაც წამყვანი გამომსვლელი იყო. სპეციალურ ცერემონიაზე სამოქალაქო ოპერაციების მეთაურმა მედლები და დამსახურების აღიარების სერტიფიკატები გადასცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 22 თანამშრომელს მათ მიერ მისიის მუშაობაში გაწეული წვლილისთვის.

ბ-ნი კოპოლა შეხვდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს. შეხვედრები ასევე გაიმართა საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებთან და საქართველოში ევროკავშირის ეგიდით მოქმედ ორგანიზაციებთან.

  მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის. ბ-ნმა კოპოლამ ასევე მადლიერება გამოხატა მისიის მიერ სადამკვირვებლო საქმიანობისა და ანგარიშგების ხარისხის ასამაღლებლად გაწეული ძალისხმევის გამო, რომელმაც მისიის ბოლოდროინდელი ტექნოლოგიური გაუმჯობესებებიც მოიცვა.

 

შესავალი ინფორმაცია:

ბ-ნი კოპოლა სამოქალაქო ოპერაციების ახალ მეთაურად  ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა/ ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ 2018 წლის 17 სექტემბერს დანიშნა. 

ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე ბ-ნი კოპოლა მსახურობდა იტალიელ კარაბინერთა  მეთაური გენერლის მოადგილედ, რომელთა კონტინგენტი 111,000 ადამიანს ითვლის. თავისი 40-წლიანი პროფესიული კარიერის განმავლობაში მან იმუშავა იტალიაში, ევროკავშირის ბრიუსელის სათავო ოფისში და რამდენიმე თანამდებობაზე საზღვარგარეთ. ბ-ნი კოპოლა ფლობს სტრატეგიულ კვლევათა მაგისტრის სამეცნიერო ხარისხს და  იტალიის უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი - იტალიის სამხედრო ორდენის ჯვრითაა დაჯილდოებული. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში არის ერთერთი სამოქალაქო კრიზისის მართვის 10 მისიათაგან, რომელიც ევროკავშირმა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკის ფარგლებში წარგზავნა. მისიის წარგზავნის მიზანი იყო უზრუნველეყო მხარეთა მიერ ექვსპუნქტიანი შეთანხმების დაცვა, რომელმაც 2008 წლის ომი დაასრულა.

2008 წლის 1 ოქტომბრიდან მისია დღე და ღამე პატრულირებს, რათა მოხდეს საომარი ქმედებების განახლების თავიდან აცილების უზრუნველყოფა, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალური საცხოვრებელი პირობების აღდგენის ხელშეწყობა და კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენა. ამას გარდა, მისია ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ეხმარება საქართველოსთან და რეგიონთან მიმართებაში პოლიტიკის განსაზღვრაში.

ქვემოთ იხილეთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ საქართველოში მისიის მეათე წლისთავთან დაკავშირებით 1 ოქტომბერს გამოცემული პრეს რელიზის ბმული .


 

  ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაური ბ-ნი ვინჩენცო კოპოლა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თბილისის სათავო ოფისში მისიის თანამშრომლებს სიტყვით მიმართავს

  

ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაური ბ-ნი ვინჩენცო კოპოლა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თბილისის სათავო ოფისში მისიის თანამშრომლებს სიტყვით მიმართავს

 

გულთბილი ხელის ჩამორთმევა მისიის სათავო ოფისში შეხვედრის შემდეგ

  საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები სამახსოვრო ფოტოს იღებენ ბ-ნ კოპოლასთან ერთად

სამოქალაქო ოპერაციების მეთაური ბ-ნი კოპოლა მისიის ხელმძღვანელის ბ-ნი ერიკ ჰოგის თანხლებით შეუერთდა პატრულირებას სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რეგიონთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე

მცხეთის რეგიონალური ოფისის პატრულირების ჯგუფის წევრი ბ-ნ კოპოლას აცნობს  ბორდერიზაციის ნიშნებს ოძისში

ბ-ნი კოპოლა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 22 თანამშრომელს გადასცემს მედლებს და დამსახურების აღიარების სერტიფიკატებს მისიის მუშაობაში მათ მიერ გაწეული წვლილისთვის 

ბ-ნი კოპოლა ევროკავშირის პრეს-ოფიცერს, თამთა მეგრელიძეს გადასცემს სერტიფიკატს მისიაში მის მიერ შეტანილი წვლილის აღიარების ნიშნად

ბ-ნი კოპოლა მედლით აჯილდოვებს საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების უფროსს, ანდრეა ხმელინსკი ბიგაცის მისიაში შეტანილი წვლილისთვის

ბ-ნმა კოპოლამ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებს რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში მათ მიერ შეტანილი წვლილისთვის

ბ-ნი ვინჩენცო კოპოლა სიტყვით მიმართავს თბილისის სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ სემინარზე შეკრებილ აუდიტორიას

   მიმდინარეობს საინტერესო დისკუსია...

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს

ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაური ბ-ნი კოპოლა და მისიის ხელძღვანელი ბ-ნი ჰოგი ხვდებიან თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს

ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაური და მისიის ხელძღვანელი ბ-ნი ჰოგი ხვდებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ პირებს

შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან ლაშა დარსალიასთან