EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/11/2024 19:11:22
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/665/?month=12&year=2008
 
 უკან

პატრულირება აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან

19.12.2008
იმისათვის, რომ უფრო ახლოდან დაგანახოთ მისიის ყოველდღიური საქმიანობა, პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალური ოფისის გერმანელ და იტალიელ დამკვირვებელთა ჯგუფს ახლდა. რეგიონალური ოფისის პასუხისმგებლობის ზონა აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მთელ ზოლს ფარავს და სამხრეთით ფოთის, სენაკისა და ბათუმის მიმართულებით ვრცელდება. ენგურის კაშხლიდან შავი ზღვის სანაპირომდე ჩვენმა საპატრულო ჯგუფმა აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მიგვიყვანა.

მისიის დამკვირვებლებთან ერთად რეგიონში ყოფნა საინტერესო გამოცდილება იყო. ჩვენ ვიხილეთ სამეგრელოს რაიონის ულამაზესი ბუნება დასავლეთ საქართველოსათვის დამახასიათებელი ტიპიური კავკასიური მთის სოფლებით და რა თქმა უნდა მეტად შთამბეჭდავი ენგურის კაშხლით. კაშხალთან ახლოს სოფელი ივარი მდებარეობს, სადაც ნახევრად დანგრეული სახლები მიტოვებულად გამოიყურება.

როდესაც მდინარე ენგურის გასწვრივ შავი ზღვისკენ ადმინისტრაციულ საზღვარს მივუყვებოდით პირველ საგუშაგომდე მივედით. მანამდე, ისევე როგორც მისიის სხვა დამკვირვებლებს, ტყვიაგაუმტარი ჟილეტების ჩაცმა გვთხოვეს. მიუხედავად იმისა, რომ შეუიარაღებელი და სამოქალაქო მისია ვართ, საჭიროა დავიცვათ დამკვირვებლები, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ პატრულირებენ. იქ ისინი მუდმივად ხვდებიან შეიარაღებულ თანამშრომლებს ორივე მხარეზე, რომლებიც ყოველთვის არ არიან კარგად განწყობილი მისიის და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების მიმართ. იმავე კვირას, ეუთოს საპატრულო ჯგუფი სამხრეთ ოსეთ ადმინისტრაციულ სზღვართან სროლაში მოყვა.

შავი ზღვის სანაპიროზე განმუხურთან პირველ საგუშაგოსთან მივედით, საიდანაც რუსული საგუშაგო პატარა წერტილივით მოჩანდა.

საუბედუროდ, მისიის დამკვირვებლებს ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხარეს ჯერ არ უშვებენ. ამგვარად, მისიას არ შეუძლია მიიღოს პირველადი ინფორმაცია რა ხდება იქ ან დააკვირდეს სავარაუდო ინციდენტებს. მაგრამ მისია აგრძელებს „კარებზე კაკუნს“ და დამკვირვებლები ესაუბრებიან იმ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც ადმინისტრაციულ საზღვარს კვეთს.

ადგილი, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას უშუალოდ შეუძლია ადმინისტრაციული საზღვარის გადაკვეთა რუხის ხიდია. ეს გალის რაიონისაკენ ერთადერთი მისასვლელი გზაა. იმ მოსახლეობის უმეტესობის განწყობის მიხედვით, რომელთაც პატრულირებისას ვესაუბრეთ საგუშაგოსთან რეალური პრობლემები არ იქმნება. თუმცა დამკვირვებლებმა სხვა დროს თავისუფალი გადაადგილების უფლების გარკვეული დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. მაგალითად, ზოგმა განაცხადა, რომ საჭირო იყო რუსული პასპორტები რუხის ხიდზე გადასასვლელად ან საჭირო იყო ფულის გადახდა.

საბოლოოდ, პატრულირებაში გატარებული დღე წყნარი და მშვიდობიანი გამოდგა და ჩვენ კმაყოფილი დავრჩით მზიანი ამინდითა და ლამაზი ბუნებით. თუმცა, რეგიონი მხოლოდ გარედან გამოიყურება მშვიდობიანად, რადგან ჯერ კიდევ არსებობს ბევრი საგუშაგო, საპოლიციო ძალა, ჯარისკაცი თუ უკანონო შეიარაღებული დაჯგუფება და სიღარიბე. მისიის მანდატის გათვალისწინებით უნდა ითქვას, რომ სტაბილიზაცია და ნორმალიზაცია ამ რეგიონში ჯერ არ არის მიღწეული.