EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/11/2024 22:11:00
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/6657/?month=12&year=2019
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვია

18.04.2019
18 აპრილს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათავო ოფისს კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი, მისი აღმატებულება, ბატონი ნიკოს ანასტასიადესი ეწვია. 

პრეზიდენტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ერიკ ჰოგმა მიიღო. მან პრეზიდენტსა და თანმხლებ დელეგაციას მისიის მანდატის, როლისა და საქმიანობის შესახებ მოკლე მიმოხილვა წარუდგინა. მისიის ხელმძღვანელმა კვიპროსის ხელისუფლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა სადამკვირვებლო მისიისადმი გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც ასევე მოიცავს მისიისთვის მაღალკვალიფიცური ექპერტების გამოგზვნას. 

კვიპროსის პრეზიდენმა მისიის საქმიანობას მაღალი შეფასება მისცა და დაამატა:

„ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა მისიის მანდატისა და მიმდინარე საქმიანობის შესახებ მომესმინა. მინდა მოვულოცო მისიის ხელმძღვანელს და მის გუნდს ის წარმტებული საქმიანობა, რომელსაც სტაბილურობის შესანარჩუნებლად ატარებენ. კვიპროსი მტკიცედ უჭერს მხარს მისიის უწყვეტ ძალისხმევას ამ კუთხით, ამიტომაც მოხარულები ვართ ჩვენი სამი წარმომადგენლის სახით ჩვენი წვლილი შევიტანოთ მისიის საქმიანობაში“. 



ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ერიკ ჰოგი მისიის სათავო ოფისში კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ნიკოს ანასტასიადესს ესალმება

 

მისიის ხელმძღვანელი, ერიკ ჰოგი მისიის სათავო ოფისში კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ნიკოს ანასტასიადესს ხელს ართმევს 


მანდატის შესახებ პრეზენტაციას მისიის ხელმძღვანელთან და კოლეგებთან საუბარი მოყვა


ბრიფინგის შემდეგ პრეზიდენტი და ოფიციალური დელეგაციის წევრები მისიაში ამჟამად მომუშავე კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენლებს შეხვდნენ