EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
14/11/2024 08:11:22
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/6689/?page=7&year=2019
 
 უკან

მისიის ხელმძღვანელი ახალგაზრდა დიპლომატებს შეხვდა

24.05.2019
23 მაისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ბ-ნი ერიკ ჰოგი  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრს ეწვია. ბ-მა ჰოგმა წაიკითხა ლექცია თემაზე "ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 10-წლიანი საქმიანობა საქართველოში". ლექცია ძირითადად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლს, მისი მანდატის განხორციელების გზებს, მისიის წინაშე არსებულ მიმდინარე გამოწვევებსა და მიღწევებს მოიცავდა.

ლექციის დროს, ბ-მა ჰოგმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართვად სტაბილურობაში შეტანილ წვლილზე, მათ შორის ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში ევროკავშირის პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელი უწყებებისთვის ანგარიშების მიწოდებაზე. ასევე ხაზგასმით აღინიშნა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ნდობის აღდგენის საკითხში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი.

მისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ჩატარებული მუშაობის მნიშვნელობას. ნახსენები იყო ცხელი ხაზი, როგორც მისიის მიერ შემუშავებული ერთ-ერთი წარმატებული მექანიზმი. ბ-მა ჰოგმა მოკლედ მიმოიხილა ცხელი ხაზის ამოქმედების შემთხვევები, მისი არსი და ის პოზიტიური ზეგავლენა, რომელსაც ის ადმინისტრაციული საზრვრის ორივე მხარეს  კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ახდენს. 

ლექციას კითხვა-პასუხების სესია მოჰყვა, სადაც ახალგაზრდა დიპლომატებმა გამოთქვეს ინტერესი საქართველოში კონფლიქტის მართვასთან და მანდატის სხვა გამოწვევებთან მიმართებაში მისიის ხედვასთან დაკავშირებით.



ბ-ნი გიორგი ზაქარაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი აუდიტორიას  მისიის ხელმძრვანელს, ბ-ნ ერიკ ჰოგს წარუდგენს 


ლექციის დროს, ბ-მა ჰოგმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართვად სტაბილურობაში შეტანილ წვლილზე, მათ შორის ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში ევროკავშირის პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელი უწყებებისთვის ანგარიშების მიწოდებაზე


ბ-მა ჰოგმა მოკლედ მიმოიხილა ცხელი ხაზის მექანიზმი, მისი არსი და ყურადღება გაამახვილა იმ პოზიტიურ ზეგავლენაზე, რომელსაც ის ადმინისტრაციული საზრვრის ორივე მხარეს  კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ახდენს