EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/11/2024 20:11:46
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/700/?month=12&year=2008
 
 უკან

ახალი წელი - ახალი თავმჯდომარე ქვეყანა

31.12.2008
ახალ წელთან ერთად ევროკავშირს ახალი თავმჯდომარე ქვეყანა ჰყავს და 1 იანვრიდან მას ჩეხეთი გაუძღვება. მას შემდეგ რაც 2004 წელს ქვეყანა ევროკავშირს შეუერთდა ეს ჩეხეთის პირველი თავმჯომარეობაა. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ყოველ 6 თვეში ერთხელ იცვლება და საფრანგეთიდან ხელმძღვანელობის ჩეხეთზე გადაცემით ერთ-ერთი ყველაზე ახალი სახელმწიფო ერთ-ერთ ყველაზე ძველს ენაცვლება. ჩეხეთის თავმჯდომარეობის დევიზია „ევროპა ბარიერების გარეშე.“ ქვეყნის თავმჯდომარეობის განმავლბოაში მისი პრიორიტეტები ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განვითარება, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და აღმოსავლეთ ევროპა იქნება. ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის განმავლობაში ჩეხეთი მხარს დაუჭერს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის გაღრმავებას აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებზე ორიენტაციით.

ჩეხეთის თავმჯდომარეობის ხედვა - ევროპა ბარიერების გარეშე - ახლოა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობასთან. ჩვენ ერთი გუნდი, ევროპული მისია ვართ და არა 22 განსხვავებული ეროვნული გუნდი. ჩვენს ავტომანქანებზე ევროკავშირის დროშაა გამოსახული და არა მისიაში წარმოდგენილი 22 სახელმწიფოს განსხვავებული დროშები. „ევროპა ბარიერების გარეშე“ ასევე მისიის ხედვასაც ასახავს. ევროპა უფრო მეტია ვიდრე ევროკავშირი. საქართველო ევროპული სახელმწიფოა, მაგრამ იგი არ არის ევროკავშირის წევრი. საქართველო ევროპული კონტექსტის აშკარა ნაწილია და როდესაც მას ომის საშინელება დაატყდა თავს ევროკავშირის ქვეყნებს მტკიცე პოზიციით ის რაც საქართველოში მოხდა ევროპულ საკითხად განიხილებოდა.

ჩეხეთი ევროკავშირის თავმჯდომარედ 30 ივნისამდე დარჩება. მას შვედეთი შეცვლის.