![](/data/img/697/logo-mapa.gYcbLwQxfk.gif)
ჩეხეთის თავმჯდომარეობის ხედვა - ევროპა ბარიერების გარეშე - ახლოა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობასთან. ჩვენ ერთი გუნდი, ევროპული მისია ვართ და არა 22 განსხვავებული ეროვნული გუნდი. ჩვენს ავტომანქანებზე ევროკავშირის დროშაა გამოსახული და არა მისიაში წარმოდგენილი 22 სახელმწიფოს განსხვავებული დროშები. „ევროპა ბარიერების გარეშე“ ასევე მისიის ხედვასაც ასახავს. ევროპა უფრო მეტია ვიდრე ევროკავშირი. საქართველო ევროპული სახელმწიფოა, მაგრამ იგი არ არის ევროკავშირის წევრი. საქართველო ევროპული კონტექსტის აშკარა ნაწილია და როდესაც მას ომის საშინელება დაატყდა თავს ევროკავშირის ქვეყნებს მტკიცე პოზიციით ის რაც საქართველოში მოხდა ევროპულ საკითხად განიხილებოდა.
ჩეხეთი ევროკავშირის თავმჯდომარედ 30 ივნისამდე დარჩება. მას შვედეთი შეცვლის.