EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 01:11:42
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/715/?month=12&year=2009
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გერმანიის პარლამენტის ყურადღების ცენტრში

14.01.2009
 
14 იანვარს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ვიზიტით იმყოფებოდნენ გერმანიის სახელმწიფო საპარლამენტო მდივანი თავდაცვის სამინისტროდან, ბ-ნ ტომას კოსენდი და გერმანელი პარლამენტარები ბუნდესტაგის (გერმანიის პარლამენტი) თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებიდან. მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, გენერალმა ჟილ ჟანვიემ, დელეგაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის წინაშე არსებულ ძირითად გამოწვევებზე ინფორმაცია მიაწოდა.
საქმიანობის დაწყებიდან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 1400-ზე მეტი პატრულირება განახორციელა. 2008 წლის 1 ოქტომბერს, მისიის მიერ 200-ზე მეტი დამკვირვებლის ადგილზე დროულად გამოგზავნა რუსული შიეარაღებული ძალების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ზონებიდან გასვლის  ერთ-ერთი წინაპირობა იყო. მას შემდეგ, ბევრმა იძულებით გადაადგილებულმა პირმა შეძლო დაბრუნებოდა საკუთარ სახლს ამ მიდამოებში.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის ერთ-ერთი წამყვანი შემადგენელი ნაწილი ნდობის აღდგენაა, რაც კონფლიქტის ყველა მხარეს შორის ნდობის ხელახლა ჩამოყალიბების ხელშეწყობას გულისხმობს. ამ მიმართულებით ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ევროპული სტანდარეტების შესაბამისად, საქართველოს საპოლიციო ძალების ცნობადობის და განმასხვავებელი ნიშნების გამოკვეთილობის გაუმჯობესებაა. გერმანიის დელეგაციას მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით, მისიის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე განხილვების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა.
მას შემდეგ, რაც დეკემბერში რუსეთმა ეუთოს მანდატის გაგრძელებას ვეტო დაადო, დელეგაციამ  კონფლიქტის ზონაში და მის გარშემო არსებულ მდგომარეობაზე ასევე დიდი ინტერესი გამოხატა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში 20 მონიტორზე მეტი გერმანელია. მისიის საქმიანობა გერმანიის ბუნდესტაგში და მის საგარეო და თავდაცვის კომიტეტებში დებატების მუდმივ თემას წარმოადგენს.