EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/11/2024 23:11:55
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/828/?month=12&year=2009
 
 უკან

მისიის ხელმძღვანელის პრეს-ბრიფინგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ

30.01.2009

ევროკავშირის სადმკვირვებლო მისიამ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ორშაბათს, 26 იანვარს, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. პირობითი შეთანხმება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების მახლობლად საქართველოს შეიარაღებული ძალების გადაადგილების გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისათვის გარკვეული ჯარების გადაადგილებაზე ინფორმაციის წინასწარ მიწოდების ვალდებულებას გულისხმობს.

28 იანვარს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ პრეს ბრიფინგს გაუწია ორგანიზება, რათა მედიისათვის ხელშეკრულების შინაარსი და მნიშვნელობა გაეცნო.

მოცემული ურთიერთგაგების მემორანდუმი ადმინისტრაციულ საზღვართან სიტუაციის სტაბილიზაციას დაეხმარება. მემორანდუმი ხელს უწყობს ექვს-პუნქტიანი შეანხმების პირველი პუნქტის განხორციელებას, რომელიც ძალის გამოყენებაზე უარის თქმას მოითხოვს. იგი ასევე აძლიერებს სტაბილიზაციისაკენ მიმართულ იმ ძალისხმევას, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირევებლო მისია მისი მანდატის ფარგლებში საქართველოში ახორციელებს.

ბმულები:
პრეს რელიზი
პრეს ბრიფინგის სტენოგრამა
სლაიდი ურთიერთგაგების მემორანდუმზე