EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
15/11/2024 02:11:16
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/830/?page=5&year=2009
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ესტონეთის პარლამენტის ყურადღების ცენტრში

03.02.2009

სამშაბათს, 3 თებერვალს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისს ესტონეთის საპარლამენტო დელეგაცია ეწვია. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა, რომელთაც თავმჯდომარე სვენ მიკსერი უძღვებოდა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ელჩი ჰანსიორგ ჰაბერისაგან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატსა და სტრუქტურაზე მიიღეს ინფორმაცია. ელჩმა ჰაბერმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის იმ მიღწევებს, რომელთაც მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში ჰქონდათ ადგილი: სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე მიდამოებიდან რუსეთის ჯარის გასვლა და ამ მიდამოებში მრავალი დევნილის საკუთარ სოფლებში დაბრუნება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების მდგომარეობა არ შეიძლება ჩაითვალოს დამაკმაყოფილებლად, იგი მოსალოდნელზე უკეთესია.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მთავარ საზრუნავად ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარი ინციდენტები რჩება. საუბედუროდ, ხშირად არ არსებობს ცხადი მტკიცებულება ვინ არის პასუხისმგებელი ამ ინციდენტებზე.

ყველა მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების სრული მონიტორინგის მიზნით, ესტონეთის საპარლამენტო ჯგუფმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეშვების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.