EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/11/2024 16:11:54
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/peace_prize/rules/
 
კონკურსის შესახებ 

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დააარსა.  კონკურსი ხელს უწყობს პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის ნორმების გაღრმავებას ქართულ მედიაში.  პრიზების კატეგორიის ჩამონათვალში შედის ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში. ჯილდო ხელს უწყობს ჟურნალისტების მიმართ საზოგადოებაში ნდობის გაღრმავებას.   კონკურსის წესები ეყრდნობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს, ემსახურება პროფესიონალიზმისა და ეთიკის ნორმების დამკვიდრების ხელშეწყობას ქართულ ჟურნალისტიკაში.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება? 

ჟურნალისტს ან ჟურნალისტთა ჯგუფს (საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მცხოვრებ სრულწლოვან მოქალაქეებს), რომლებსაც გამოქვეყნებული აქვთ ნამუშევრები ქართულ ბეჭდურ, ონლაინ ან სამაუწყებლო მედია სივრცეში, 2021 წლის 30 ნოემბრიდან,  2022 წლის 1  ნოემბრის ჩათვლით.

ევროკავშირის პრიზის მფლობელები 8 კატეგორიაში გამოვლინდებიან ქვემოთ ჩამოთვლილი საპრიზო კატეგორიებიდან კონკურსანტმა უნდა შეარჩიოს მხოლოდ ერთი კატეგორია და  წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ნაშრომი.

საპრიზო კატეგორიებია:

ა. სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
ბ. სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;
გ. საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
დ. ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
ე. ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
ვ. დოკუმენტური ფოტო, რომელიც ასახავს ევროკავშირის ფასეულობებს (ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა) და გამოქვეყნებულია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
ზ. კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებული საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი სამხედრო კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის დამკვიდრებას, რომელიც ეყრდნობა ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში).
თ.  საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ოლაინ მედიაში.

განაცხადის ფორმა და სახელმძღვანელო მითითებები იხილეთ შემდეგ გვერდზე განცხადების შევსება

რა ენებზეა ნებადართული ნამუშევრების წარდგენა

კონკურსში დაიშვება ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებული, ეთერში გასული ან ინტერნეტით გავრცელებული ნამუშევრები. სამშვიდობო ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მოსაპოვებლად საკონკურსო ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია აგრეთვე ოსურ და აფხაზურ ენებზე.

სხვა მოთხოვნები

კონკურსის მონაწილეებს შეუძლიათ მხოლოდ საკუთარი ნამუშევრების წარდგენა.

სავალდებულოა აპლიკანტმა მიუთითოს თანაავტორის სახელი და გვარი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), განაცხადის ფორმაში მითითებულ სპეციალურ ველში.

თანაავტორად მიჩნეული შეიძლება იყოს კონკურსში წარმოდგენილი  ჟურნალისტური ნაშრომის  შექმნაში მონაწილე პირი (მონტაჟის რეჟისორი, ოპერატორი, ფოტოგრაფი, მეორე ავტორი და სხვა).

თანაავტორად არ ჩაითვლება რედაქტორი.

თანაავტორების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 3-ს. გუნდის გამარჯვების შემთხვევაში ერთიანი გუნდი მიიღებს ფულად ჯილდოს.

თანაავტორს არ აქვს განაცხადის შეტანის უფლება  სხვა საპრიზო კატეგორიაში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამშვიდობო ჟურნალისტიკის სპეციალური პრიზის მოსაპოვებლად მიიღება მხოლოდ ერთი ავტორის განაცხადი.

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენით, კონკურსის მონაწილეები ეთანხმებიან კონკურსის “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” წესებს, პირობებს და პროცედურებს.

შენიშვნა – კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის ჩათვლით) 2019  და 2020 წლების გამარჯვებულებს ან/და თანაავტორებს არ აქვთ კონკურსში მონაწილეობის უფლება.

კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ჟიურის წევრები, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ,,ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” თანამშრომლები, ასევე, კონტრაქტორები, გრანტის მიმღები პირები თუ სხვა ორგანიზაციები, რომლებიც კონკურსთან უშუალოდ არიან დაკავშირებული.

ნამუშევრები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

(ა), (ბ), (გ), (ე), კატეგორიების შეფასების კრიტერიუმებია: ფაქტების სიზუსტე, სიღრმისეული ანალიზი, ფოკუსში მოქცევა; სამართლიანობა და ბალანსი; შემოქმედებითობა და სტილი; გავლენა/შედეგი; (დ) კატეგორია შეფასდება: შემოქმედებითობის, სტილისა და გავლენის მიხედვით; (ვ) კატეგორიის კრიტერიუმებია: შემოქმედებითობა და გამომხატველობა; გავლენა/შედეგი; ევროკავშირის ფასეულობების (ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანური ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა) ასახვა; (ზ) კატეგორიის კრიტერიუმებია: მიუკერძოებლობა; მედიაში ნდობის,  მშვიდობისა და დიალოგის მხარდაჭერა; კონფლიქტების გაშუქებისას ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებზე დაყრდნობა; მნიშვნელობა და გავლენა/შედეგი. (თ)კატეგორიის კრიტერიუმებია: ფაქტების სიზუსტე, სიღრმისეული ანალიზი, ფოკუსში მოქცევა; სამართლიანობა და ბალანსი; შემოქმედებითობა და გამომხატველობა. 

ჯილდო

თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდება მხოლოდ ერთი გამარჯვებული.

პრიზები გადანაწილდება შემდეგნაირად:  (ა), (ბ), (გ), (დ), (ე), (ვ) კატეგორიებში თითოეული გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს; (ზ) კატეგორიაში გამარჯვებული გაემგზავრება ერთთვიანი პროფესიული მივლინებით ,,ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” ლონდონის ოფისში;

შერჩევის პროცედურები

კონკურსის ჟიურის ექნება საკონსულტაციო ფუნქცია და მის შემადგენლობაში შევლენ მედიის სფეროს ქართველი და ევროპელი პროფესიონალები. ჟიურის წევრები თავიანთ მოსაზრებებს  წარუდგენენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომლებიც მხედველობაში მიიღებენ ჟიურის მოსაზრებებს კონკურსში გამარჯვებულების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ეს  გადაწყვეტილებები  იქნება საბოლოო და გასაჩივრებას არ დაექვემდებარება.

გამარჯვებულების ვინაობა გამოცხადდება 2022 წლის საზეიმო ცერემონიაზე, რომლის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ვებ-გვერდზე eu4georgia.ge/euprizeforjournalism/

ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა: 

2022 წლის 1 ნოემბერი, 18:00 საათი.

სად უნდა გაიგზავნოს საკონკურსო განაცხადი:

აპლიკანტებისთვის განაცხადის ფორმა და მითითებები ხელმისაწვდომია გვერდზე: განცხადების შევსება.