ახალი ამბები და სტატიები

მისიის ხელმძღვანელი პერევში რუსეთის საგუშაგოს ეწვია

18.03.2009
რიგი საკითხების განსახილველად მომავალ კვირას მოსკოვში დანიშნული ვიზიტის წინ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი ჰანსიორგ ჰაბერი, ადგილზე არსებული მდგომარეობის პირადად გასაცნობად პერევთან არსებულ ქართულ და რუსულ საგუშაგოებს ეწვია. მისიის ხელმძღვანელს საშუალება მიეცა ქართული და რუსული საგუშაგოების მეთაურებს მათ საქმიანობასა და ტერიტორიაზე საზოგადოდ არსებული მდგომარეობის შესახებ გასაუბრებოდა. ელჩი ასევე ესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობასაც და მათი შეხედულებებისა და პრობლემების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

საერთო ჯამში მდგომარეობა მშვიდი ჩანდა. ყოველდღიურად დაახლოებით 200-მდე ადგილობრივი მოსახლე საგუშაგოს თავისი ჩვეული საქმიანობისათვის გადაკვეთს. ადგილობრივი მოსახლეობისათვის ყველაზე დიდ სირთულეს ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხარეს, სოფელ სინაგურის ახლოს, მათი კუთვნილი მიწების მიუწვდომლობა წარმოადგენს. მისიის ხელმძღვანელი ამ პრობლემების შესახებ მოსკოვში მისი ვიზიტისას ისაუბრებს.

როგორც ინფორმაციის მოძიებაზე მიმართული ვიზიტების ნაწილი, მისიის ხელმძღვანელი ხაშურის რეგიონალურ ოფისსაც ეწვია, სადაც მან ნდობის აღდგენის ეფექტიანობასა და მის როლზე ისაუბრა.




Follow us on social media