ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა

20.03.2009
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ეწვივნენ. ისინი ელჩ ჰანსიორგ ჰაბერს შეხვდნენ და მათი მოსაზრებებისა და პრობლემების შესახებ ისაუბრეს. დისკუსია ამ ორ რეგიონში ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ სირთულეებს, პირადობის დამადასტურბელ დოკუმენტებს, საცხოვრებელ პირობებსა და განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხო.

მისიის ხელმძღვანელმა  სტუმრები დაარწმუნა, რომ ადგილზე არსებული მდგომარეობის შესახებ პირველადი ინფორმაციის მოსაპოვებლად, მისიის დამკვირვებლები  იძულებით გადაადგილებული პირების წარმომადგენლებთან კვლავ გააგრძელებენ რეგულარულ შეხვდერებს. შედეგად, მდგომარეობის გამოსწორებისაკენ მიმართული პოტენციური  ქმედებების განსასაზღვრად, მისია დაუკავშირდება შესაბამის ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

იძულებით გადაადგილებული პირები მიესალმნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მათთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარების ძალისხმევას და მისიასთან სამომავლო თანამშრომლობის ინტერესი გამოთქვეს.


Follow us on social media