სემინარზე სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, საფრანგეთის ელჩი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რეინტეგრაციის სამინისტროს მაღალჩინოსანი წარმომადგენლები და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისის თანამშრომლები. სემინარს ასევე დაესწრნენ რამოდენიმე ევროპული და თურქული კვლევითი ცენტრისა და ქართული უნივერსიტეტის მკვლევარები და აღნიშნული საკითხის შესახებ გამართულ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა. საფრანგეთის ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ რუსეთის ყველა მოლაპარაკებაში ჩართვის საჭიროებას და საქართველოს მიმართ ევროკავშირის ერთიანი მიდგომის არსებობის აუცილებლობას. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ კრიზისული მდგომარეობის დროს ევროკავშირმა პირველად დაიჭირა ერთიანი პოზიცია. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ახლახან, ევროკავშირის წევრი სახელმწიროების მიერ შეთანხმებული იქნა „აღმოსავლეთ სამეზობლოსთან პარტნიორობა.“ შეთანხმება კიდევ უფრო გააძლიერებს თანამშრომლობას ევროკავშირსა და საქართველოს, უკრაინას, მოლდოვეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და ბელორუსიას შორის. საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ელჩმა პერ ეკლუნდმა, რუსეთსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთდამოკიდებულებაზე გაამახვილა ყურადღება.
ქართველმა ოფიციალურმა პირებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი აღიქმება როგორც მშვიდობის, დემოკრატიის, განვითრების, სტაბილურობისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი და ისინი მიესალმნენ ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის გადაწყვეტილებას. საქართველო სრულად უჭერს მხარს მისიის საქმიანობას. თუმცა, მათ დაგმეს ის ფაქტი, რომ რუსეთი არ დაბრუნებია აგვისტოს კონფლიქტამდე დაკავებულ პოზიციებს და აღნიშნეს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შესვლის უფლება უნდა მიეცეს. კიდევ ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა, ჟენევის მოლაპარაკებების განვითარებასა და პერსპექტივებებს შეეხებოდა.
ნაშუადღევს, სემინარის მეორე ნაწილში სახელწოდებით “ევროკავშირი კავკასიაში აგვისტოს ომის შემდგომ,“ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჰანსიორგ ჰაბერმა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაზე ისაუბრა: მისიის შეფასებები და პერსპექტივები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეუიარაღებელი, სამოქალაო მისიაა, რომლის მანდატიც მთელს საქართველოს მოიცავს. მისიის მანდატის მთავარი შემადგენელი ნაწილებია ნორმალიზაცია, სტაბილიზაცია და ნდობის აღდგენა. ელჩმა ჰანსიორგ ჰაბერმა ხაზი გაუსვა მისიის მთავარ მიღწევებს და ისაუბრა სარკოზი-მედვედევის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების განხორციელების შესახებ. ასევე, ევროკავშირის დამკვირვებელთა, 15 დღეში, ადგილზე სწრაფი გამოგზავნის და არსებული, მოსალოდნელზე უკეთესი უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ. საქართველოს მთავრობასთან ერთად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ შეძლო რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ნდობის აღდგენის მიმართულებით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებთან ურთიერთაგების მემორანდუმებს მოაწერა ხელი. ამ ხელშეკრულებებით საქართველომ ცალმხრივად აიღო ვალდებულება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებზე სამხედრო ძალებისა და შეიარაღების შეზღუდვის შესახებ. სანამ საქართველო აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმების პირობებს შეასრულებს, რასაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აკვირდება, საქართველო ვერ შეძლებს იერიში მიიტანოს ადმინისტრაციულ საზღვარზე. ნდობის აღდგენისაკენ მიმართული შემდგომი ზომები ინციდენტების პრევენციის მექანიზმის მეშვეობით უნდა მიიღწეს, რომელიც თებერვალში ჟენევის მეოთხე რაუნდის მოლაპარაკებისას იქნა მიღებული.