ახალი ამბები და სტატიები

იძულებით გადაადგილებულმა ბავშვებმა, წეროვანში, მისიის ფოტო გამოფენაში მონაწილეობისათვის მცირე საჩუქრები მიიღეს

18.06.2009
თბილისში, 7 მაისს გახსნილი ფოტოგამოფენა „ჩემი სახლი ფოტოსურათებში,“ საქართველოს მასშტაბით მოგზაურობს, რათა იმ ბავშვებს რომელთაც გამოფენისათვის ფოტოები გადაიღეს, საშუალება მიეცეთ ნამუშევრები დაათვალიერონ. 17 ივნისს, გამოფენა წეროვანის დასახლებაში ჩავიდა, სადაც იძულებით გადაადგილებულმა ბავშვებმა და მათმა ოჯახებმა საკუთარი ნამუშევრები ნახეს. მცირე საჩუქრები გადაეცათ იმ ბავშვებს, რომლებმაც საუკეთესო ფოტოები გადაიღეს. გამოფენა 19 ივნისს გორის საშუალო სკოლაში და შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხაშურის და ზუგდიდის რეგიონალურ ოფისებში გამოიფინება.


 


Follow us on social media