ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია „ევროკავშირის ქმედების ბრწყინვალე მაგალითია“- აცხადებს გაერთიანებული სამეფოს მინისტრი ევროპის საკითხებში
25.06.2009
გუშინ, გაერთიანებული სამეფოს მინისტრი ევროპის საკითხებში, გლენის კინოკი, ეწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თბილისის რეგიონალურ ოფისს მცხეთაში. მას მისიის ხელმძღვანელი, ელჩი ჰანსიორგ ჰაბერი, შეხვდა და მისიის როლსა და საქმიანობაზე მიაწოდა ინფორმაცია. მან ასევე ისაუბრა საქართელოში სხვა მისიების დახურვის გამო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წინაშე წამოჭრილ საკითხებზე და ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე. საპასუხოდ მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ევროკავშირის ქმედების ბრწყივალე მაგალითს წარმოადგენს. გაერთიანებული სამეფო აფასებს იმ საქმიოანობის მნიშვნელობას, რასაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ეწევა, რაც მეტად შთამაგონებელია. მინისტრი ასევე დაინტერესდა თუ რა შეიძლება გაკეთდეს მისიის სრული მხარდაჭერისათვის, განსაკუთრებით ახლა, როდესაც წარმოიშვა უფრო დიდი ზეწოლა ეუთოსა და გაეროს მისიების დახურვის გამო. მინისტრმა მადლობა უთხრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მომუშავე ყველა ადამიანს მათი გულმოდგინე შრომისათვის და აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამოფო მათ საქმიანობას უაღრესად აფასებს. მინისტრმა ასევე დასძინა, რომ აქამდე შეძენილი გამოცდილება და ცოდნა შეუფასებელია, რადგან მისია სექტემბრის შემდგაც გაგრძელდება.