ახალი ამბები და სტატიები

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას

05.10.2009
ორშაბათს, 5 ოქტომბერს, დანიის ოფიციალური დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის ბ-ნ პერ სტიგ მოელერის ხელმძღვანელობით ეწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (ესმი) სათავო ოფისს. მინისტრს თან ახლდა ელჩი ჰანსენი და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირები.

მისიის ხელმძღვანელი ადგილზე არ იმყოფებოდა, შესაბამისად, საოპერაციო განყოფილების უფროსმა გააცნო დელეგაციას მისიის არსებული მანდატი; განხილულ იქნა მანდატის განხორციელებასთან დაკავშირებული მიღწევები და სირთულეები, იძულებით გადადგილებულ პირთა მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები და ეკონომიკური რეაბილიტაციის შესაძლო პროგრამები, როგორც ნდობის აღსადგენი ზომები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე.   

Follow us on social media