2009 წლის 27–29 ოქტომბერს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაური და ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების დაგეგმვისა და მართვის განყოფილების უფროსი ბ-ნი ქის კლომპენჰაუერი ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში ბატონი კლომპენჰაუერი შეხვდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებს, ეწვია გორისა და მცხეთის რეგიონალურ ოფისებს და ესმი-ს მიერ განხორციელებულ პატრულირებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიური ცენტრები, სამხედრო ბაზები და საგუშაგოები მოინახულა. იგი ასევე შეხვდა თბილისში აკრედიტირებულ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს და გამართა კონსულტაციები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ეროვნული უშიშროების მრჩევლის ოფისის წარმომადგენლებთან.