13 ნოემბერს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალური ოფისის შესაბამისობისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე გუნდების დამკვირვებლებმა და ასევე ესმი-ს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერმა წარმოადგინეს პრეზენტაცია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის შესახებ. განხილული საკითხები მოიცავდა მისიის მანდატს, მიღწევებსა და გამოწვევებს ბოლო თოთხმეტი თვის განმავლობაში, ისევე როგორც შესაბამისობისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე გუნდების ყოველდღიურ საქმიანობას.
პრეზენტაციას მოჰყვა კითხვების წყება, რომელიც საგანმანათლებლო და წარმტაც დისკუსიაში გადაიზარდა.