ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (ესმი) შესაბამისობისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე გუნდების საქმიანობა განხილული იყო თბილისის უნივერსიტეტ “მეტეხში”

13.11.2009
13 ნოემბერს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალური ოფისის შესაბამისობისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე გუნდების დამკვირვებლებმა და ასევე ესმი-ს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერმა წარმოადგინეს პრეზენტაცია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის შესახებ. განხილული საკითხები მოიცავდა მისიის მანდატს, მიღწევებსა და გამოწვევებს ბოლო თოთხმეტი თვის განმავლობაში, ისევე როგორც შესაბამისობისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე გუნდების ყოველდღიურ საქმიანობას.
პრეზენტაციას მოჰყვა კითხვების წყება, რომელიც საგანმანათლებლო და წარმტაც დისკუსიაში გადაიზარდა.
Follow us on social media