ახალი ამბები და სტატიები

პოლონეთის პრემიერ მინისტრი შეხვდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს და მისიის პოლონელ წარმომადგენლებს

11.03.2010
11 მარტს პოლონეთის პრემიერ მინისტრი დონალდ ტუსკი, პოლონეთის მთავრობის მრავალრიცხოვანი დელეგაციის თანხლებით შეხვდა მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს გენერალ ჯილ ჯანვიეს და აგრეთვე პოლონელ დამკვირვებლებსა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სხვა თანამშრომლებს.

შეხვედრა გაიმართა პოლონეთის პრემიერ მინისტრის ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებში.

შეხვედრის მსვლელობისას მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ პოლონეთის პრემიერ მინისტრს გააცნო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი და საქმიანობა, და აგრეთვე ისაუბრა მისიის მიღწევებზე და მომავალ ამოცანებზე.

პრემიერ მინისტრმა დონალდ ტუსკმა მაღალი შეფასება მისცა მისიის წვლილს სტაბილურობისა და უსაფრთხოების სფეროში რეგიონში. მან აგრეთვე ისარგებლა შემთხვევით და გაესაუბრა პოლონელ დამკვირვებლებს, მისიის სხვა თანამშრომლებს, მათი მისიაში მოღვაწეობის შესახებ და მადლობა გადაუხადა მათ გაწეული ძალისხმევისათვის.

პოლონეთს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში საქართველოში წარმოადგენს 24 თანამშრომელი. მისიაში წარგზავნილი თანამშრომლების რაოდენობით ის არის მეოთხე ადგილზე.

Follow us on social media