ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ხავიერ სოლანა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

30.03.2010
სამშაბათს, 30 მარტს, ჰავიერ სოლანა, რომელმაც წარსულში საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის რანგში,  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსებაში მიიღო მონაწილოება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისს ეწვია. მისი ბოლო ვიზიტი მისიის ამოქმედების პირველ დღეებში,  2008 წლის ოქტომბერში განხორციელდა.

მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, გენერალმა ჟილ ჟანვიემ, ბ-ნ სოლანას  მისიის საქმიანობისა და გამოწვევების შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა. იგი მეტად დაინტერესებული იყო თუ როგორ განვითარდა მისია მისი სწრაფი გამოგზავნისას დაარსების პირველი დატვირთული დღეების შემდეგ  და ძალიან მოხარული იყო, რომ ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე რაიონებში ადგილზე მისიის საქმიანობამ თავისი წვლილი შეიტანა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაში. მან მისიის თანამშრომლებს წარმატება უსურვა.


.



Follow us on social media