ახალი ამბები და სტატიები

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლები ეწვივნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას

05.08.2010
საქართველოში ვიზიტის დროს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლები ეწვივნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში, 2010 წლის 4 აგვისტოს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ელჩმა ჰანსიორგ ჰაბერმა გააცნო დელეგაციას მისიის   როლი და ყოველდღიური საქმიანობა, მისი მიღწევები და გამოწვევები ისევე როგორც გარემო, რომელშიც იგი მუშაობს. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლებს ასევე საშუალება ჰქონდათ განეხილათ ადგილზე არსებული  უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მდგომარეობა, ჰუმანიტარული სიტუაცია და კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივები.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის მიმოხილვის შემდეგ დელეგაციის წევრებმა  მიიღეს მონაწილეობა გორის რეგიონალური ოფისის თანამშრომლებთან ერთად ერგნეთის საგუშაგოს მონახულებაში  სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან. მათ ისარგებლეს შესაძლებლობით განეხილათ ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მდგომარეობა და შეკითხვები დაუსვეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებს მათი მუშაობის შესახებ ნდობის აღდგენის გუნდის შემადგენლობაში.

დელეგაციამ აღუქვა თავისი მუდმივი მხარდაჭერა მისიის მიზნებისადმი  და მაღალი შეფასება მისცა რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში მისიის მიერ შეტანილ წვლილს.



Follow us on social media