ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე სოფელ კოდაში

16.08.2010
12 აგვისტოს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში მოიწვია თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდას ახალგაზრდა მაცხოვრებლები ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის ერთობლივი აღნიშნვისათვის. ღონისძიება ორგანიზებული იყო 2010 წლის ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის თემის გარშემო  - "დიალოგი და ურთიერთგაგება". ეს ლოზუნგი კარგად ასახავს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშე დგას კოდის ახალგაზრდობა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე დევნილები. ახალ გარემოში დევნილების ინტეგრაციის პროცესი არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც უწევს მონიტორინგს მცხეთის რეგიონალური ოფისის ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფი, რომელმაც ამ ღონისძიებას ორგანიზება გაუწია.  მხიარულ ატმოსფეროში, კოდის ახალგაზრდა მაცხოვრებლები მოწვეულნი იყვნენ მონაწილეობის მისაღებად სხვადასხვა გუნდურ თამაშებში, რამაც მათ  საშუალება მისცა გამოეხატეთ თავისი ძირითადი მოსაზრებები და საზრუნავი მათ ცხოვრებასთან დაკავშირებით. მათ მიერ აღნიშნული მთავარი გამოწვევები იყო მათი მშობლების მიერ სხვა დროს აღწერილი შემთხვევების მსგავსი: უმუშევრობა, სასმელი წყლის ნაკლებობა და ინტერნეტის ხელმიუწვდომლობა. შემდეგ მათ მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში ახალგაზრდობის უფლებების შესახებ და იმ გზებთან დაკავშირებით, რომლითაც შესაძლებელი იქნება მათი  ცხოვრების შეცვლა და ერთობლივი მუშაობა უკეთესი მომავლისთვის. შეხვედრა ასევე იყო კარგი საშუალება საუბრისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის შესახებ ჰუმანიტარული საკითხების კონტექსტში.
Follow us on social media