შეხვედრის განმავლობაში ბ-ნმა მარტინმა და გენერალმა ჟანვიემ საქართველოში ევროკავშირის მისიის სწრაფი და წარმატებული გამოგზავნა, ჟენევაში გამართული კონსტრუქციული დიალოგი და ადმინისტრაციული საზღვრის გარშემო ადგილზე არსებული სიტუაცია განიხილეს.
მინისტრმა პატრულირებისა და ვიზიტის დასაწყისში გამართული პოლიტიკური შეხვედრების დროს მიღებულ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა. მან და ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაც განიხილეს. ბ-ნ მარტინი ხუთშაბათს იძულებით გადაადგილებულთა საცხოვრებელ ცენტრს ესტუმრა და მოახლოებულ ზამთართან დაკავშირებით ახლა იძულებით გადაადგილებულთა მდგომარეობაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეხედულებების მოსმენა სურდა.
ვიზიტის განმავლობაში წარმომადგენლები მუხრანში ეკლესიასაც ეტუმრნენ, რომელიც ერთ-ერთი უძველესია საქართველოში. სოფელში მათ ირლანდიის ელჩი საქართველოში, ბ-ნ ჯოფრი კიტინგი, ირლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პოლიტიკურ საკითხებში, ბ-ნ რორი მონტგომერი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები და ირლანდიური და ქართული პრესის წარმომადგენლები ახლდნენ.
|