ახალი ამბები და სტატიები

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 31 იანვარს გალში გამართულ ოცდამეოთხე შეხვედრაზე სხვა საკითხთა შორის განხილული იყო გადაადგილების თავისუფლება და სწავლების ენა გალის სკოლებში

03.02.2011
ორშაბათს 31 იანვარს, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის ფარგლებში გაეროს თავმჯდომარეობით გამართულ ოცდამეოთხე შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის,რუსეთის, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების, და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

ურთიერთპატივისცემის და პროფესიონალურ ატმოსფეროში მონაწილეებმა განიხილეს ბოლოდროინდელი ინციდენტები და  საერთო უსაფრთხოების მდგომარეობა შეაფასეს როგორც მშვიდი.

 მონაწილეებმა განიხილეს  ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების საკითხი  და გაცვალეს ინფორმაცია სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა  სწავლების ენა  გალის რაიონის სკოლებში, ასევე კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხი .

მომდევნო შეხვედრის ჩატარება დაგეგმილია გალში, 2011 წლის 22 თებერვალს.
Follow us on social media