სამშაბათს, 2011 წლის 22 მარტს გაეროს თავმჯდომარეობით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ოცდამეექვსე შეხვედრა გალში გაიმართა.
კონსტრუქციულ და პროფესიონალურ ატმოსფეროში მონაწილეები შეთანხმდნენ ქცევის კოდექსზე სადამკვირვებლო ჯგუფებისათვის, როდესაც ისინი ადმინისტრაციული საზღვრის განსაზღვრულ ადგილებს მიუახლოვდებიან.
მათ ასევე განაცხადეს, რომ ისინი დაუყოვნებლივ გამოიყენებენ ცხელ ხაზს, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი გაუგებრობა იმ საკითხების ან მოვლენების ირგვლივ, რომელმაც წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს საფრთხე ან ძალის გამოყენება. მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაცვალეს ინფორმაცია ორი ადგილობრივი მაცხოვრებლის დაკავების შესახებ და მოთხოვნილი იყო ერთი დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და დაბრუნება.
ასევე შეთანხმებულ იქნა, რომ ენგურის ხიდზე რეგულარული საავტობუსო მომსახურების (რომელიც გაეროს ეგიდის ქვეშ ფუნქციონირებდა 2008 წლის ზაფხულამდე) აღდგენის საკითხი იქნება წარდგენილი შესაბამის ორგანოებში განსახილველად.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრის ჩატარება დაგეგმილია გალში 2011 წლის 4 მაისს.