ევროპის პარლამენტის წევრი და ევროკავშირის პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ბ-ნი არნო დანჟეანი საქართველოში ვიზიტის დროს 3 მაისს თბილისში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისს ეწვია. მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა იუსსი სარესსალომ მიაწოდა მას ინფორმაცია მისიის როლისა და საქმიანობის, უკანასკნელი ორნახევარი წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესისა და მომავალი გამოწვევების შესახებ. ბ-ნი დანჟეანი განსაკუთრებით დაინტერესდა შეესწავლა უსაფრთხოების მდგომარეობა ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე, ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობები და პერსპექტივები იძულებით გადაადგილებულ პირებისათვის. მასზე შთაბეჭდილება მოახდინა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მისიის მუშაობაში შეტანილმა დადებითმა წვლილმა და მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მისი საქმიანობისთვის.