ახალი ამბები და სტატიები

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში გამართულ ოცდამერვე შეხვედრაზე განხილული იყო ბოლოდროინდელი ინციდენტები, გადაადგილების თავისუფლება და დაკავების კონკრეტული შემთხვევა

22.06.2011
ოცდამერვე შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის ფარგლებში გაეროს თავმჯდომარეობით  2011 წლის 21 ივნისს გალში გაიმართა.  

კონსტრუქციულ და პროფესიონალურ გარემოში მონაწილეებმა გაცვალეს დამატებითი ინფორმაცია ადგილობრივი მკვიდრის დაკავების კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით. ეს დისკუსია ასევე მოიცავდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის ფარგლებში შექმნილი ფაქტების დამდგენი ჯგუფის მიერ წარმოდგენილი შედეგების განხილვას; ეს ჯგუფი იმყოფებოდა ორივე მხარის მიერ ნავარაუდებ დაკავების ადგილებზე. გარდა ამისა, წარმოდგენილი იყო ახალი ინფორმაცია დაკავების სხვა შემთხვევებისა და ტერორისტული აქტების მცდელობათა შესახებ.

მონაწილეებმა ასევე განიხილეს სხვა ბოლოდროინდელი ინციდენტები და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ადგილობრივი მოსახლეობის შეუფერხებელი გადაადგილების უფლების აღიარების საჭიროებას და გამოხატეს შეშფოთება მდინარე ენგურის გადამკვეთი პირების სავარაუდო იძულებით დაკითხვასთან დაკავშირებით.

შემდეგი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის ფარგლებში გაიმართება გალში, 2011 წლის 14 ივლისს.


Follow us on social media