მცხეთის რეგიონალური ოფისის ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა მოიწვია იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) წეროვანის დასახლებაში მცხოვრები ბავშვები მათთვის სპეციალურად მომზადებულ მრავალ საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად. დაახლოებით 300 ბავშვი და სკოლის მოსწავლე, მშობლებთან ერთად, 23 ივნისს წეროვანის სკოლის საფეხბურთო მოედანზე ცირკი შაპიტო ანტრეს ინტერაქტიულ წარმოდგენაში მონაწილეობის მისაღებად და სახეების მოსახატავად შეიკრიბა. ღონისძიების მონაწილეებს დაურიგდათ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ბუკლეტები, პლაკატები, ბუშტები და ასევე ტკბილეული. ბავშვებმა, ისევე როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა ისიამოვნეს ერთობლივი დროსტარებით და ერთმანეთის უკეთ გაცნობით ასეთ მხიარულ და მსუბუქ ატმოსფეროში.