ახალი ამბები და სტატიები

უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი მიესალმება ბატონ ანდჟეი ტიშკევიჩის დანიშვნას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად

06.07.2011

2011 წლის 5 ივლისს უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონი მიესალმა ანდჟეი ტიშკევიჩის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად დანიშვნის გადაწყვეტილებას, რომელიც პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხების კომიტეტმა მიიღო.

 "მე ძალიან მოხარული ვარ, რომ წევრმა ქვეყნებმა გადაწყვეტილება   საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად პოლონეთის წარმომადგენლის ანდჟეი ტიშკევიჩის დანიშვნის თაობაზე ჩემი ინიციატივის საფუძველზე მიიღეს.

 ბატონ ანდჟეი ტიშკევიჩს გააჩნია აუცილებელი უნარები რომ განახორციელოს ფართომასშტაბიანი სამოქალაქო მონიტორინგის მისია რთულ პოლიტიკურ გარემოში. მას აქვს შესაბამისი გამოცდილება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობისთვის და ასევე მისიის მანდატის განსახორციელებლად.

 დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელძღვანელობით მისია მიაღწევს უფრო მეტ შედეგებს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების საკითხებში საქართველოში, ისევე როგორც მთელ რეგიონში და ასევე ნდობის აღდგენის საკითხებში 2008 წლის კონფლიქტის მხარეებს შორის სამშვიდობო და გრძელვადიანი გადაწყვეტილების მოსაძიებლად. აქედან გამომდინარე, ანდჟეი ტიშკევიჩს ჩემი და მთელი ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ექნება."

 ბატონმა ანდჟეი ტიშკევიჩმა შეცვალა გერმანიის წარმომადგენელი ჰანსიორგ ჰაბერი, რომელიც ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურისა და სამოქალაქო დაგეგმვისა და მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა.

 

Follow us on social media