ახალი ამბები და სტატიები

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 14 ივლისს გალში გამართულ შეხვედრაზე განხილული იყო ბოლოდროინდელი მოვლენები, ინციდენტები და წინათ დასმული საკითხები

15.07.2011
ოცდამეცხრე შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის ფარგლებში გაეროს თავმჯდომარეობით  2011 წლის 14 ივლისს გალში გაიმართა. ეს იყო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ამ მექნიზმის დაწყების მეორე წლისთავი.

მონაწილეებმა გაცვალეს ბოლოდროინდელი ინფორმაცია ადგილობრივი მკვიდრის დაკავებასთან დაკავშირებით და განიხილეს ერთ-ერთი მონაწილის მოთხოვნა ძებნაში მყოფი ტერორისტულ აქტებში სავარაუდოდ მონაწილე პირთა გადაცემის თაობაზე.

მონაწილეებმა ასევე განიხილეს განცხადებები მდინარე ენგურის გადამკვეთი ადამიანების დაკითხვასა და გადაბირებასთან დაკავშირებით. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების პატივისცემის საჭიროებას და მოუწოდეს ამ უფლების შემაფერხებელი ნებისმიერი ქმედებისგან თავის შეკავებისკენ.

შეხვედრამ კონსტრუქციულ და პროფესიონალურ ატმოსფეროში ჩაიარა.

შემდეგი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის ფარგლებში გაიმართება გალში, 2011 წლის 20 სექტემბერს.
Follow us on social media