ახალი ამბები და სტატიები

ადგილობრივმა მოსახლეობამ მცხეთასა და წეროვანის დასახლებაში ისიამოვნა ბალკანური, ბოშური და ქართული მუსიკით

24.08.2011
ასობით ადგილობრივ ბავშვს,  მოზარდას და ზრდასრულს ჰქონდა საშუალება ესიამოვნა “The Trans Siberian March Band” ბრიტანული ჯგუფის ცოცხალი, რიტმული მუსიკით ძველი მცხეთის ცენტრში დღისით, სამშაბათს 23 აგვისტოს და იმავე საღამოს, იძულებით გადაადგილებულ პირთა წეროვანის დასახლებაში. ადგილობრივი მოსახლეობისათვის საათნახევრიანი კონცერტის გასამართავად წეროვანში ლონდონელი მუსიკოსების საინტერესო გუნდს ქართული ფოლკლორული ანსამბლი ”ლომისი” შეუერთდა.

“The Trans Siberian March Band” ამჟამად საქართველოში გასტროლებზე იმყოფება. მათი გამოსვლები 23 აგვისტოს ორგანიზებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალური ოფისისა და ბრიტანეტის საელჩოს მხარდაჭერით.










Follow us on social media