ახალი ამბები და სტატიები

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 20 სექტემბერს გალში გამართულ შეხვედრაზე განხილული იყო უსაფრთხოების საერთო მდგომარეობა და გადაადგილების თავისუფლება

22.09.2011

ოცდამეათე შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გაეროს თავმჯდომარეობით  2011 წლის 20 სექტემბერს გალში გაიმართა.

მონაწილეებმა განიხილეს უსაფრთხოების საერთო მდგომარეობა,  ივლისში ჩატარებული ბოლო შეხვედრის შემდეგ, რომელიც შეფასდა  როგორც მშვიდი. შეხვედრის მონაწილეებმა წარმოადგინეს განახლებული ინფორმაცია წინა შეხვედრების დროს განხილულ საკითხებზე. განხილულ საკითხთა შორის იყო ორი დაკავების შემთხვევა და ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფალება. ასევე მონაწილეებმა  წარმოადგინეს დამატებითი ინფორმაცია ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. აგრეთვე შეხვედრაზე განიხილეს საფეხმავლო ხიდის უსაფრთხოების  და  ვერტმფრენის სავარაუდო გადაფრენების საკითხები.

შეხვედრა კონსტრუქციულ და საქმიან ატმოსფეროში ჩატარდა.

შემდეგი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გაიმართება გალში, 2011 წლის 26 ოქტომბერს.

Follow us on social media