ახალი ამბები და სტატიები

ევროპის სახალხო პარტიის დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

25.11.2011
ევროპარლამენტის ევროპის სახალხო პარტიის დელეგაცია ეწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისს თბილისში 24 ნოემბერს.

დელეგაციას მიესალმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე  ბ-ნი ჯერარდ ფიშერი, რის შემდეგაც დელეგაციას  მიეწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ზოგადი სიტუაციის, ისევე როგორც მანდატის, მიმდინარე საქმიანობის და მისიის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ.

Follow us on social media