ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი ევროკავშირის მიერ აღინიშნება და ბევრ ქვეყანაში, ისევე როგორც საქართველოში არის ოფიციალურად გამოცხადებული დასვენების დღე.
ქალთა
საერთაშორისო დღე ასახავს ჩვეულებრივი ქალის როლს ისტორიაში, იგი ეფუძნება ქალთა
საუკუნოვან სწრაფვას მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მამაკაცებთან თანასწორად.
ეს არის დღე,
როდესაც ყველა კონტინენტის ქალები, ხშირად დაყოფილი ეროვნული საზღვრებით, ისევე
როგორც ეთნიკური, ენობრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური განსხვავებებით,
ერთიანდებიან, რომ არა მხოლოდ თვალი გადაავლონ თანასწორობისთვის,
სამართლიანობისთვის, მშვიდობისთვისა და განვითარებისთვის ბრძოლის ტრადიციას
სულ მცირე ათი ათწლეულის განმავლობაში, არამედ ქალის ეკონომიკური, პოლიტიკური და
სოციალური მიღწევების აღსანიშნავად.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს ქალთა
საერთაშორისო დღეს იმის ასაღიარებლად, რომ მშვიდობა და სოციალური პროგრესი
მოითხოვს ქალთა და მამაკაცთა აქტიურ მონაწილეობასა და თანასწორობას და დაამოწმოს
ქალთა წვლილი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში.
წელს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს ამ დღეს
შემდეგი თემით:
”ვაკავშირებთ გოგონებს, შთავაგონებთ წარმატებულ მომავალს”.
ღონისძიებები
გარკვეულწილად ახალგაზრდა ქალებს მოიცავს, შესაბამისად ათასობით გონებაში
აღიძვრება სურვილი თავიანთი პოტენციალის მაქსიმალური განვითარების
აღმოჩენა-გამოყენებისა და ასევე ცხოვრების ისეთი უნარ - ჩვევების განვითარებისა,
როგორიცაა მოლაპარაკება, ლიდერობა, კონფლიქტების მოგვარება, კრიტიკული აზროვნება,
გადაწყვეტილების მიღება და კომუნიკაცია.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რეგიონალური ოფისები ზუგდიდში, გორში და მცხეთაში ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებებს აწყობს. ყველა რეგიონალური ოფისებისთვის მთავარი ღონისძიება არის ევროვიზიის მონაწილე სამი ცნობილი ქართული გოგონების ჯგუფის ( ქენდი , რომელმაც 2011 წლის ევროვიზიის საყმაწვილო კონკურსი მოიგო, მარი დარი და ბზიკები ) საკონცერტო ტურნე.
კონცერტების
დროს
მომღერლებს
ასევე
საშუალება
ექნებათ
დამსწრე
საზოგადოებას
გაუზიარონ თუ როგორ მიაღწიეს
წარმატებას.
კონცერტების ჩატარების თარიღები, დრო და ადგილი:
6 მარტი, 16:00 მცხეთის კულტურის სახლი
7 მარტი,
16:00
გორის
საგანმანათლებლო და კულტურის ცენტრი
8 მარტი,
16:00
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი
გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ეწვევიან სკოლებს, რათა წარადგინონ სხვადასხვა პროფესიული გამოცდილების მქონე ქალები, როგორიცაა ვერტმფრენის პილოტი, პოლიციის თანამშრომლები, ცეკვის მასწავლებლები და ასე შემდეგ. ყველა ღონისძიება უფასოა.