ახალი ამბები და სტატიები

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში გამართულ 33-ე შეხვედრაზე დაკავების შემთხვევები და ბოლოდროინდელი ინციდენტები განიხილეს

01.02.2012
ოცდამეცამეტე შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 31 იანვარს გალში გაიმართა. შეხვედრა გაეროს თავმჯდომარეობით საქმიან და პროფესიონალურ გარემოში ჩატარდა. 

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს დაკავების შემთხვევები და გაცვალეს ინფორმაცია დაკარგული პირების და აფხაზეთში ბოლო დროს მომხდარი სამი მკვლელობის შესახებ. მათ ასევე განიხილეს ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად დეკემბერში მომხდარი აფეთქება. 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის აუცილებლობზე და ძებნილი კრიმინალების შესაძლო გადაცემის თემაზე. 

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა გალში 29 თებერვალს გაიმართება.
Follow us on social media