26 მარტს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე უწყებათაშორის საკითხებში ბატონი მაცეი პოპოვსკი ეწვია.
გენერალური მდივნის მოადგილეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ანჟეი ტიშკევიჩმა და სხვა მაღალი რანგის თანამშრომლებმა უმასპინძლეს. ბატონ პოპოვსკის თბილისის სათავო ოფისში მისიის საქმიანობასა და ბოლოდროინდელი პროგრესისა და სამომავლო გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. დატვირთული პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისსაც ეწვივნენ და ადმინისტრაციულ საზღვართან სადამკვირვებლო საქმიანობის ადგილზე გასაცნობად პატრულირებაზე გაემგზავრნენ. დელეგაცია ასევე ესტუმრა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას წეროვანში.
ბატონმა პოპოვსკიმ განაცხადა, რომ ბრიუსელში მეტად აფასებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ სტაბილიზაციის, ნორმალიზაციის და ნდობის აღდგენის კუთხით გაწეულ საქმიანობას.
მარცხნიდან მარჯვნივ:
ჟილ ჟანვიე, შტაბის უფროსი, სამოქალაქო დაგეგმვისა და მართვის განყოფილება
ანდჟეი ტიშკევიჩი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი
მაცეი პოპოვსკი, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე
ფილიპ დიმიტროვი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი
ჟერარ ფიშერი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე
ფილიპ დიმიტროვი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი
ჟერარ ფიშერი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე
იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება წეროვანში
პატრულირება ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად