ახალი ამბები და სტატიები

ნდობის აღდგენა: სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიდამოებში სასოფლო სამეურნეო სამუშაოების ჩატარების დროს არსებულ უსაფრთხოების პრობლემებს ტექნიკური სამუშაო ჯგუფი განიხილავს

18.04.2012
სამხრეთ ოსეთის საკითხებზე მომუშავე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრების მონაწილეები შეიკრიბნენ რათა განეხილათ მოსახლეობის უსაფრთხოების პრობლემები, რომლებიც ადგილობრივ მაცხოვრებლებს სოფელ ქვეშის მახლობლად სასოფლო სამეურნეო სამუშაოების ჩატარებისას ექმნება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აფასებს ყველა მხარის ძალისხმევას და იმედოვნებს, რომ ეს ინიციატივა ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მყოფი მოსახლეობის საკეთილდღეო იქნება. მიმდინარე კვირაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ადგილობრივი ფერმერებისაგან მიიღო ინფორმაცია იმის შესახემ, რომ მათ ახლა უკვე შეუძლიათ თავიანთი მიწების დამუშავება, რაც აუცილებელია სეზონური საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებისას.


Follow us on social media