ახალი ამბები და სტატიები

ეუთოში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

15.05.2012
14 მაისს, ეუთოში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი, ელჩი, იან კელი თბილისში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათავო ოფისს  ეწვია. ელჩი მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ჟერარ ფიშერმა მიიღო და ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, ბოლოდროინდელ მიღწევებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ელჩი კელი მისიის მცხეთის ოფისშიც იმყოფებოდა, საიდანაც სადამკვირვებლო ჯგუფთან ერთად სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ოძისში, გაემგზავრა და წეროვანში იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობას გაეცნო.


Follow us on social media