ახალი ამბები და სტატიები

ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები გორის რეგიონალურ ოფისში ევროპის დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ

13.05.2012
10 მაისს, ევროპის დღის აღსანიშნავად, გორის რეგიონალურმა ოფისმა ევროკავშირის ინტეგრაციის ისტორიის თემაზე საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორებისათვის მიღებასა და პრეზენტაციას გაუწია ორგანიზება. პრეზენტაციის მეშვეობით, დამსწრე საზოგადოება 9 მაისის (რომელიც ასევე ცნობილია როგორც შუმანის დღე) მნიშვნელობის საწყისებსა და ისტორიულ საფუძვლებს გაეცნო. პრეზენტაციის დროს ასევე საუბარი იყო ევროკავშირის წინაშე მდგარ მიღწევებსა და პრობლემებზე. მანამდე, მისიის დამკვირვებლებმა ანალოგიური პრეზენტაცია გორის უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის გამართეს, სადაც სტუდენტებს სურვილი ჰქონდათ მოცემულ თემაზე თავიანთი ცოდნა გაეღრმავებინათ.

პრეზენტაციის შემდეგ  მიღება გაიმართა, სადაც ეფექტიანი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, შიდა ქართლში მოღვაწე პირები შეიკრიბნენ. შეხვედრა გამსჭვალული იყო შუმანის დეკლარაციის მშვიდობისა და ერთობის სულისკვეთებით. ამრიგად, მშვიდობიანი ცხოვრების სურვილს მრავალმა მოწვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი რომელთა მიზანია, ხელი შეუწყონ ნდობის აღდგენას ადმინისტრაციული საზღვარის ორივე მხარეს მყოფ მოსახლეობას შორის.

ევროპის დღესთან დაკავშირებით, კვირას საფეხბურთო მატჩიც გაიმართა და გორის რეგიონალურმა ოფისმა ადგილობრივ გუნდს  ანგარიშით 3:2 მოუგო.

Follow us on social media