24 მაისს, ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ივან ტრნკა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისს ეწვია. ვიცე-პოლკოვნიკი მალე დატოვებს თანამდებობას და საქართველოს, სადაც იგი 2000 წლიდან იმყოფებოდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი მანფრედ მაიერი და მისი მოადგილე მიქაელ აირიშ სტეფენსონი ბ-ნ ტრნკას დაემშვიდობნენ და შესაძლებლობა მიეცათ შეხვედროდნენ მის შემცვლელს ვიცე-პოლკოვნიკ სებასტიან ლემესს. ჩეხეთის დელეგაციამ, ისარგებლა შემთხვევით და მისიის ჩეხ დამკვირვებლებს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვის გასწვრივ არსებულ ბოლოდროინდელ მდგომარეობაზეც ესაუბრა.
.jpg)