ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ დაკავებულთა განთავისუფლებას მიესალმება

29.05.2012
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება უკანასკნელ დღეებში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ოთხი საქართველოს მოქალაქის განთავისუფლებას. დაკავებულთა განთავისუფლება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 25 მაისს ერგნეთში ჩატარებულ შეხვედრაზე მხარეების შეთანხმების შემდეგ ერთ დღეში განხორციელდა. დაკავებული პირები ძირითადად ჯონჯოლის მკრეფავები იყვნენ, რომლებმაც ადმინისტრაციული საზღვარი სავარაუდოდ შემთხვევით გადაკვეთეს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კონსტრუქციული მიდგომის გამოხატვისათვის ყველა მხარის მადლიერია.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრები და ცხელი ხაზის მექანიზმი ნდობის აღდგენის ფუნდამენტურ საშუალებას წარმოადგენს. ზემოაღნიშნული ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრები მოსახლეობის საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად.

Follow us on social media